პროფესიონალიზმი მიუკერძოებლობა კონფიდენციალურობა
შპს „მშენ-ექსპერტი+“-ს A-ტიპის ინსპექტირების ორგანო არის აკრედიტებული სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“-ს მიერ ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით.

ინსპექტირების ორგანო აკრედიტებულია შემდეგ სფეროებში:

  1. ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება;
  2. ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადექვატურობის ინსპექტირება;
  3. ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება (მათ შორის ფორმა N2-ის მიხედვით);
  4. ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება;
  5. ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება;
  6. საპროექტო დოკუმენტაციის ინსპექტირება (არქიტექტურა, კონსტრუქციული ნაწილი, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, საინჟინრო ნაწილები, შრომის უსაფრთხოება, ჰიდროტექნიკური ნაგებობები).

ინსპექტირების ორგანო „მშენ-ექსპერტი“-ს ISO აკრედიტაცია არის გარანტია იმისა, რომ მის მიერ გაცემული ინსპექტირების ანგარიში მისაღები იქნება ნებისმიერი სახელმწიფო ინსტანციისათვის.

ჩვენი საქმიანობა ორიენტირებულია პროფესიონალიზმზე, ხარისხსა და მიუკერძოებლობაზე. მიმართულია შედეგზე, პირადი და ქონებრივი უსაფრთხოება უმთავრესია ადამიანისათვის. ჩვენ მოტივირებულნი ვართ აკრედიტებულ სფეროებში დავიცვათ ყოველი ადამიანის კონსტიტუციური უფლება ჯანსაღ გარემოზე.