მშენ-ექსპერტი ექსპერტიზა - ინსპექტირება (აკრედიტებული ექსპერტიზის ბიურო)

        ჩვენს შესახებ:

        A-ტიპის ინსპექტირების ორგანო “მშენ-ექსპერტი” არის აკრედიტებული სსიპ “აკრედიტაციის
ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი”-ს მიერ ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით.

    ინსპექტირების ორგანო აკრედიტებულია შემდეგ სფეროებში:
1. ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება/შესაბამისობის დადგენა;

2. ობიექტის შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა N2) ინსპექტირება;

3. ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის, შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოების ინსპექტირება;

4. ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა – ინსპექტირება;

5. სამშენებლო ობიექტის (შენობების და ნაგებობების,ხიდების, გვირაბების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, საავტომობილო გზების და სხვა ხაზობრივი ნაგებობების) პროექტის ან პროექტის ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება. მათ შორის:
• საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა;
• არქიტექტურული ნაწილი;
• კონსტრუქციული ნაწილი;
• საინჟინრო ქსელები: ელ. მომარაგება, სუსტი დენები და მათი ტექნოლოგიური ნაწილი;
• საინჟინრო ქსელები: წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინება და მათი ტექნოლოგიური ნაწილი;
• საინჟინრო ქსელები: ვენტილაცია, კონდიცირება, გათბობა და მათი ტექნოლოგიური ნაწილი;

6. ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადექვატურობის ინსპექტირება.

   ინსპექტირების ორგანო “მშენ-ექსპერტი”-ს ISO აკრედიტაცია არის გარანტია იმისა, რომ მის მიერ გაცემული ინსპექტირების ანგარიში მისაღები იქნება ნებისმიერი სახელმწიფო ინსტანციისათვის.

   ჩვენი საქმიანობა:

• ორიენტირებულია პროფესიონალიზმზე, ხარიხსა და მიუკერძოებლობაზე;
• მიმართულია შედეგზე;
• პირადი და ქონებრივი უსაფრთხოება უმთავრესია ადამიანისათვის;
• ჩვენ მოტივირებულნი ვართ აკრედიტებულ სფეროებში დავიცვათ ყოველი ადამიანის კონსტიტუციური უფლება ჯანსაღ გარემოზე;
შპს “მშენ-ექსპერტი”-ს შესახებ:

       “მშენ-ექსპერტი” შეიქმნა 2008 წელს შენობა-ნაგებობების პროექტების და ექსპერტიზის განსახორციელებლად. ამ წლების განმავლობაში შეიძინა დიდი პრაქტიკული გამოცდილება და შეასრულა მრავალი საპროექტო თუ საექსპერტო, მათ შორის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო ობიექტებზე, სამუშაოები. ბაზარზე დაიმკვიდრა თავი, როგორც წარმატებულმა, ობიექტურმა, პროფესიული გუნდის მქონე, სანდო და პასუხისმგებლიანმა პარტნიორმა.
       “მშენ-ექსპერტი” არის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. მასში მოღვაწეობენ სამშენებლო დარგში ცნობილი მეცნიერები, დოქტორანტები და მაგისტრანტები, ასევე წარმატებული ექსპერტები.
       კომპანიამ 2016 წლის 1 აპრილს მიიღო აკრედიტაცია სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული
ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი”-ს მიერ. იგი, როგორც A-ტიპის ინსპექტირების ორგანო “მშენ-ექსპერტი” აკრედიტაციის დღიდან ახორციელებს მხოლოდ ინსპექტირების სამუშაოებს აკრედიტებული სფეროების მიხევით.

     ინსპექტირების ორგანო „მშენ-ექსპერტის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებს:
  • კანონიერების დაცვა;
  • ადამიანისა და მოქალაქის, იურიდიული პირის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა;
  • ინსპექტირების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა;
  • ინსპექტირების, გამოკვლევების ობიექტურობა, ყოვლისმომცველობა და სისრულე;

მისია:      საქართველოში მიღწეულ იქნას მშენებლობის დარგის განვითარების მაღალი სტანდარტი; მშენებლობის წარმოება საერთაშორისო სტანდარტებით; ინსპექტირების მაღალი სტანდარტით მივაღწიოთ უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის მიღებას.

ჩვენი მიზანი:

პროფესიული დონის ამაღლებით, მუდმივი გაუმჯობესებით, გუნდური მუშაობის სრულყოფით მომსახურება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ბაზარზე ლიდერობის მიღწევა.

      ამოცანები:
  • ეტაპობრივი განვითარება და საქმიანობის სფეროს გაფართოვება;
  • მომსახურების მაღალი ხარისხის დამკვიდრება და შენარჩუნება;
  • საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა.