ჩვენს შესახებ
შპს „მშენ-ექსპერტი“-ს A-ტიპის ინსპექტირების ორგანო არის აკრედიტებული სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“-ს მიერ ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით.
ინსპექტირების ორგანო აკრედიტებულია შემდეგ სფეროებში:
- ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება/შესაბამისობის დადგენა;
- შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა №2) ინსპექტირება;
- ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება;
- ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება;
- საპროექტო დოკუმენტაციის ინსპექტირება (არქიტექტურა, კონსტრუქციული ნაწილი, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, საინჟინრო ნაწილები, შრომის უსაფრთხოება, ჰიდროტექნიკური ნაგებობები).
ინსპექტირების ორგანო „მშენ-ექსპერტი“-ს ISO აკრედიტაცია არის გარანტია იმისა, რომ მის მიერ გაცემული ინსპექტირების ანგარიში მისაღები იქნება ნებისმიერი სახელმწიფო ინსტანციისათვის.
ჩვენი საქმიანობა ორიენტირებულია პროფესიონალიზმზე, ხარისხსა და მიუკერძოებლობაზე. მიმართულია შედეგზე, პირადი და ქონებრივი უსაფრთხოება უმთავრესია ადამიანისათვის. ჩვენ მოტივირებულნი ვართ აკრედიტებულ სფეროებში დავიცვათ ყოველი ადამიანის კონსტიტუციური უფლება ჯანსაღ გარემოზე.
მისია
საქართველოში მიღწეულ იქნას მშენებლობის დარგის განვითარების მაღალი სტანდარტი; მშენებლობის წარმოება საერთაშორისო სტანდარტებით; ინსპექტირების მაღალი სტანდარტით მივაღწიოთ უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის მიღებას.
„მშენ-ექსპერტი“ შეიქმნა 2008 წელს სამშენებლო პროექტებისა და შენობა-ნაგებობების, პროექტების და ცალკეული კონსტრუქციების ექსპერტიზის განსახორციელებლად. ამ წლების განმავლობაში შეიძინა დიდი პრაქტიკული გამოცდილება და შეასრულა მრავალი საპროექტო თუ საექსპერტო, მათ შორის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო ობიექტებზე, სამუშაოები. ბაზარზე დაიმკვიდრა თავი, როგორც წარმატებულმა, ობიექტურმა, პროფესიული გუნდის მქონე, სანდო და პასუხისმგებლიანმა პარტნიორმა.
„მშენ-ექსპერტი“ არის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, სადაც მოღვაწეობენ სამშენებლო დარგში ცნობილი მეცნიერები, დოქტორანტები და მაგისტრანტები, ასევე წარმატებული ექსპერტები. ამჟამად დასაქამებულია 60 ექსპერტი და ტექნიკური ზედამხედველი.
კომპანიამ 2016 წლის 1 აპრილს მიიღო აკრედიტაცია სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“-ს მიერ. იგი, როგორც A-ტიპის ინსპექტირების ორგანო „მშენ-ექსპერტი“ აკრედიტაციის დღიდან ახორციელებს მხოლოდ ინსპექტირების სამუშაოებს აკრედიტებული სფეროების მიხედვით.
გამოცდილება
2008 წლიდან დღემდე სხვადასხვა შენობა-ნაგებობების, როგორც სამრეწველო, ისე საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, ჰიდროტექნიკური, კაშხლების, ხიდების, სპორტული მოედნების, სტადიონების, ტერმინალების, საპორტო ნაგებობების, რეზერვუარების, საავტომობილო გზების, საყრდენი კედლების და სხვა საპასუხისმგებლო ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობა, პროექტების ექსპერტიზა, შესრულებული სამუშაოების შეფასება და არსებული შენობა-ნაგებობების გამოკვლევა-პროექტთან შესაბამისობის დადგენა-ინსპექტირება.